|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი პარლამენტში?

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი სიტყვით გამოსვლისას დღეს აქცენტს  საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საერთაშორისო გარემოზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესებზე გააკეთებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მზად არის მონაწილეობა მიიღოს იმ ფორმატში, რომელიც პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილების თანახმად დაადგინა. პრეზიდენტი  ნებისმიერ ფორმატზე, მათ შორის დებატებზეც, თანახმა იყო. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 13:00 წარსდგება.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა