|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო ქალაქი – უსახური კონსტრუქციული ნაგებობებით [photo]

ქუთაისში, სატრანსპორტო გაჩერებებზე, საბჭოური, რკინის კონსტრუქციული ნაგებობები ამდრომდე  ხელშეუხებელია. მაშინ როდესაც, მიმდინარე წელს, ადგილობრივ ბიუჯეტში უსახური შენობა–ნაგებობის დემონტაჟისთვის 14 000 ლარია გათვალისწინებული.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ამ დრომდე არა აქვთ აღწერილი, რამდენი დანგრეული  რკინის კონსტრუქციის სატრანსპორტო გაჩერებაა ქალაქში.

„არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ფიზიკურად ამორტიზებული, უსახური კონსტრუქციებისა და ნაგებობის აღწერა, რომლის დასრულების შემდგომ მიღებული  იქნება გადაწყვეტილება მათი მოწესრიგებისა და დემონტაჟის განხორციელების თაობაზე“, –განმარტებულია ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვასილ მებურიშვილს მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილობით პასუხში. თუმცა, newpress-მა სამსახურს წერილობით იმის გასაგებადაც მიმართა, თუ როდის გეგმავდა მერია უსახური კონსტრუქციული ნაგებობების დემონტაჟს.

მერიაში განმარტავენ, მხოლოდ იმას, რომ  უსახური შენობა–ნაგებობის დემონტაჟისთვის გათვალისწინებული თანხა ჯერ არ აუთვისებიათ.

ავტორი: თეკლა მორგოშია