|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძეს „ოცნების“ აქტივისტები დაპირებული სამსახურის მოთხოვნით აწუხებენ

ქუთაისის მაჟორიტარი–დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მოსახლეობას ორ კვირაში ერთხელ ხვდება. როგორც მაჟორიტარის ბიუროს უფროსი ამირან ვაშაკიძე აღნიშნავს, მაჟორიტარი მოსახლეობას ორ კვირაში ერთხელ ხვდება, ეცნობა განცხადებებს, ისმენს მოქალაქეების პრობლემას და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებასაც უწევს.

მისივე თქმით, მოსახლეობა, ძირითადად, ჯანდაცვის და ბანკის ვალების პრობლემებით მიმათავს, თუმცა მიმართვიანობის დიდი წილი მაინც დასაქმების მოთხოვნაზე მოდის. ბიურის ხელმძღვანელის განცხადებით, გუბაზ სანიკიძეს ის ადამიანები მიმართავენ, რომლებიც 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ და რომელთაც მაჟორიტარი დასაქმებას დაპირდათ.

„რა თქმა უნდა, მოდიან ის ადამიანები, რომლებიც აქტივისტები იყვნენ. ეს არის განათლების პრობლემა, მათ არ იციან  კანონი საჯარი სამსხაურის შესახებ. არ იციან, რომ დასაქმება ასე მყისიერად არ ხდება. მაჟორიტარები და არამარტო მაჟორიტარები ცოდავდნენ, მსგავს  დაპირებებს რომ იძლეოდნენ. რაც შეეხება სხვა სახის დახმარებებს, ძირითადად ჯანდაცვის და იპოთეკური სესხებით დაზარალებულები მოგვმართავენ, რომელთაც კომპეტენციის ფარგლებში ვუწევთ დახმარებას“,–აღნიშნავს ვაშაკიძე.

 2015ელს სამი თვის განმავლობაში ბიუროს  წერილობით 57–მა მოქალაქემ მიმართა,  ხოლო ზეპირად 94–მა. აქედან შესაბამისი შუამდგომლობით გაგზავნილია 55 განცხადება, პასუხი გაეცა 33 განცხადებას, რომელთაგან 19 დადებითი, 14 კი  უარყოფითი შინაარსისაა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა