|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერა სეზონის გახსნამდე

დღეს, 14 სექტემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.  თამარ ბართაიას პიესის, „ჰასანი, მარგო, მოცარტი და ორი მტკაველი მიწა“, დადგმას რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი განახორციელებს. მართალია, თავდაპირებად, სპექტაკლის პრემიერა  აგვისტოში გაიმართა, მაგრამ მაყურებელთა მცირე ნაწილს მიეცა მისი ნახვის საშუალება.

სამაგიეროდ დღევანდელ საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელთა ფართო სპექტრს ელოდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მესხიშვილის თეატრში სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა.

სპექტაკლის მხატვარია თეო კუხიანიძე, მუსიკალური გამფორმებელი – გიორგი შალუტაშვილი. სპექტაკლში დაკავებულნი არიან მსახიობები: მარიკა სამანიშვილი, ანა კოხრეიძე, დავით როინიშვილი, გიორგი შალამბერიძე, ნანა კუპატაძე და გიორგი ჩაჩანიძე.

ორი წლის განმავლობაში ეს მეორე სპექტაკლია, რომელსაც რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მესხიშვილის თეატრის დასთან ერთად ახორციელებს. შალუტაშვილის სპეტაკლში „ცერკოვნი ბუნტი“, რომლის პრემიერაც თბილისში გაიმართა, ამავე თეატრის მსახიობები იყვნენ დაკავებულნი.

დღეს, სპექტაკლის პრემიერა 19:00 საათზე დაიწყება. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი