„ახლების“ შეთავაზება „ნაციონალებს“
„ახალი მემარჯვენეების“ ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი
ბენო გეგეჭკორი „ნაციონალების“ კანდიდატს თემურ კოხოძეს დებატებში იწვევს. აღნიშნული განცხადება გეგეჭკორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე
გააკეთა.
ბენო გეგეჭკორის თქმით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან
შეხვედრისას გამოკვეთა რიგი პრობლემები, რომელთა მოგვარებას რაიონის ყოფილი მაჟორიტარი და ამ ეტაპზე მაჟორიტარობის
კანდიდატი თემურ კოხოძე მოსახლეობას 4 წლის წინ ჰპირდებოდა. როგორც გეგეჭკორმა განმარტა, მუნიციპალიტეტის წინაშე
დგას დასაქმების, გაზიფიცირების, შიდა გზების მოწესრიგებისა და გაჩერებული საწარმოების
ამოქმედების პრობლემა, რასაც მაჟორიტარობის
კანდიდატის თქმით, მუნიციპალიტეტში არსებული
მძიმე სოციალური ფონიც ერთვის.
„საერთოდ გაუგებარია, თავისი ბიზნეს ინტერესების დაკმაყოფილების
გარდა, მთელი 4 წლის განმავლობაში თემურ კოხოძე
რას საქმიანობდა რაიონში. სწორედ ამიტომ, მე
მას ვიწვევ დაჯარო დებატებში. ამის შემდეგ
ბაღდათის მოსახლეობამ გაიგოს ვის უფრო უკეთ ესმის მათი პრობლემების და ვინ სთავაზობს მათი მოგვარების უკეთეს ხედვას. ამით მოსახლოებასაც
კონტროლის ერთგვარი მექანიმზი ექნება. თუ ისე
მოხდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში თემურ კოხოძემ გაიმარჯვა, მე მას მუდმივად შევახსენებ
მის მიერ გაცემულ დაპირებებს, მაგრამ თუ მე გავიმარჯვე, მან შემახსენოს დანაპირები
,“ – ამბობს ბენო გეგეჭკორი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე