იმერეთში დევნილთა უმეტესობას ფართების დაკანონების პრობლემა აქვს
დევნილთა საჭიროებების შესწავლის პროგრამის შუალედურ
შედეგებს გაეცნო ქუთაისში განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი. პროგრამის
ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 5000 - მდე დევნილი ოჯახი უკვე გამოიკითხა. გამოკითხულთა
უმეტესობამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ფართების დაკანონება, დასაქმება და ჯანდაცვის
ხელმისაწვდომობა დაასახელა.
"აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია, ვინაიდან გამოკითხვის
შდეგად, სამინისტროსა და დევნილებს შორის გაუმჯობესდება არსებული კომუნიკაცია და შეგროვდება
კონკრეტული ინფორმაცია დევნილთა საჭიროებებზე. ამგვარად, პროგრამის ძალისხმევა მიმართულია
უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობისა და შემდგომი მიზნობრივი დაგეგმვის პროცესის
გაუმჯობესებისაკენ“ - აღნიშნა მინისტრმა დალი ხომერიკმა.
პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ხორციელდება, ჯანდაცვის
სამინისტროს სოცილაური მომსახურეობის სააგენტოსთან და დასაქმების სამინისტროსთან ერთად.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე