ბაგრატის ტაძარში კურთხევისადმის მიძღვნილი ლოცვები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
ბაგრატი ტაძარში
ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
ილია მეორე ტაძრის კურთხევისადმი მიძღვნილ
ლოცვებს აღავლენს. პატრიარქთან ერთად იმყოფებიან ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მუეფე
კალისტრატე და სხვა ეპარქიების მღვდელმთავრები.
ბაგრატის ტაძარში
ტაძრის კურთხევისადმი მიძღვნილ ლოცვებს მრევლთან ერთად ესწრებიან საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. როგორც
ცნობილია, ლოცვები ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
რეაბილიტირებული ტაძრის კურთხევა ხვალ, 16 სექტემბერს
იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ღონისძიება
10:00 საათიდან დაიწყება. კურთხევაზე ქვეყნის პირველ პირთან ერთად, პოლიტიკური
პარტიების ლიდერებსაც ელოდებიან.
შეაგახსენებთ,
რომ ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია 2009 წელს
დაიწყო. მიმდინარე წლის ზაფხულში სამუშაოები იუნესკოს დასკნისა და პატრიარქის მოწოდების
საფუძველზე შეჩერდა. იუნესკოს დასკვნის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესი არასწორად
მიმდინარეობდა, რის გამოც, ბაგრატის ტაძარი იუნესკომ საფრთხის წინაშე მდგომი მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება 2010 წლის 29 ივლისს, მსოფლიო მემკვიდერობის კომიტეტის სახდომაზე მიიღეს. მოგვიანებით,
საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის მოლპარაკების შედეგად, სამუშაოები რამდენიმე დღეში განახლდა.
11 საუკუნის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1994 წელს შეიყვანა.
იუნესკო ბაგრატის ტაძრის საკითხს 2013 წლის სესიაზე კიდევ ერთხელ განიხილავს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე