ამ წუთებში ბაგრატის ტაძარში პატრიარქი საზეიმო წირვა–ლოცვას აღავლენს
ბაგრატის ტაძარში
საზეიმო წირვა–ლოცვა დღეს 9:00 საათიდან მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველო კათოლიკოს–პატრიარქი
ილია მეორე აღავლენს.
ის ადამიანები,
რომლებმაც მრევლის სიმრავლის გამო ტაძარში შესვლა ვერ მოახერხეს, ტაძრის ეზოში არიან
შეკრებილნი. ისინი გარეთ დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით ადევნებენ თვალს წირვის
მიმდინარეობას.
„ძალიან კარგია,
რომ უფლის მადლით აღდგა ჩვენი ტაძარი. ქვეყანაში იმდენი უბედურება და ცოდვა ხდება,
იქნებ უფალი შეგვეწიოს, გავძლიერედეთ და გავმრავლდეთ ამ ტაძრის მადლით. პატრიარქიც ამას ქადაგებს,“ – ამბობს
ტაძრის მრევლი ირინე გურეშიძე.
ბაგრატის ტაძარში
ტაძრის კურთხევისადმი მიძღვნილი ლოცვები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რეაბილიტირებული ტაძრის კურთხევა დღეს, წირვის დასრულების შემდეგ მოხდება. კურთხევას ქვეყნის პირველ პირთან ერთად, პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც დაესწრებიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე