პრეზიდენტმა ოპოზიციას ერთად დგომისკენ მოუწოდა
„ეს არის სასწაული და ეს არის
ოცნების აღსრულება. ყველა ჩვენგანის სურვილის განხორციელება.
აქ მრავალი პარტიის
წარმომადგენელი მოვიდა, ჩვენ შეიძლება განგვასხვავებდეს
სხვადასხვა ხედვა, მათ შორის პოლიტიკის ეკონომიკის, მაგრამ იმედია არ განვსხვავდებით
მთავარში, რომ საქართველო არ უნდა ჩავაბაროთ ჩვენს მტერს, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი
პირადი ამბიცია, მას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა. ეს არის ასევე, სიმბოლო ერთიანობის,
არასოდეს ჩვენს ქვეყანას არაფერზე არ გავცვლით, პიროვნულს არ დავაყენებთ საერთო ხალხის
ინტერესებზე მაღლა.
ვიმოძრავებთ ყველანი
იმ დიდი გზით, რასაც ქვია საქართველოს გაძლიერება და გაერთიანება. ეს ტაძარი არის ამ
იდეის გვრიგვინი, ამას მარტო ვერთც მთავრობა განახორციელებს და ვერც პოლიტიკური პარტიები.
ავტორი: ნიუპრესი