ახალი სასწავლო წელი „მომავლის კლასის“ ფონზე
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ქუთაისი მიმდინარე წელს პირველად, „მომავლის კლასით“ შეხვდა. „მომავლის კლასი“ ქალაქის #41 საჯარო სკოლაში გაიხსნა.
„მომავლის კლასი განათლების სამინისტრომ გახსნა. მე ვთვლი, რომ ეს იმ წარმატებების დამსახურებაა, რისი მიღწევაც სკოლამ უკანასკნელი 2–3 წლის განმავლობაში შეძლო. ეს კლასი მასწავლებელს მოსწავლებთან კომუნიკაციას უადვილებს. კლასში მსხდომ ყველა მოსწავლეს ექნება პულტები, რომელთა საშუალებით ისინი ტესტური დავალებების შესრულებას შეძლებენ. გაკვეთილები გახდება საინტერესო და მოსწავლეებს გაკვეთილების ნაცვლად ექსკურსიაზე ყოფნის შტაბეჭდილება ექნება. შესაბამისად, კლასს ყოველდღე დავტვირთავთ და ის ექსპონატად არ იქნება ჩვენს სკოლაში,“ – ამბობს #41 საჯარო სკლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი.
ქუთაისში სულ 38 საჯარო და 16 კერძო სკოლაა. ახალი სასწავლო წლისთვის ქუთაისის საჯარო სკოლებს განათლების სამინისტროსა და სკოლების ბიუჯეტის ერთობლივი შესაძლებლობებით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
დღეს, სკოლებში მისულმა პირველკლასელებმა საჩუქრად ბუკები მიიღეს, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი 2012–1013 სასწავლო წელი განახლდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე