გამონაკლისის სახით ქუთაისში 4 საარჩევნო უბანი გაიხსნება
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის
ქუთაისში გამონაკლისის სახით 4 საარჩევნო უბანი გაიხსნება. როგორც ქუთაისის #59–ე საოლქო
საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, 2 უბანი ახალგაზრდობის გამზირზე, მესამე ქვეითი ბრიგადის
მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება, ერთი უბანი საპატრულო პოლიციასთან იფუნქციონირებს,
ხოლო კიდევ ერთი – მეოთხე საარჩევნო უბანი ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე #2 ციხესთან
განთავსდება.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ,
რომ ქალაქში ასევე არის ე.წ. უმისამართოების უბანი. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა იმ
პირებს შეეძლებათ, რომელთა პირადობის მოწმობა მისამართის გარეშე არის გაცემული. ამგვარი უბნების რაოდენობა სამია და სამივე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატ „წყალწითელას“ შენობაშია
განთავსებული.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ
ოსეფაიშვილის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებულია როგორც საარჩევნო უბნების, ისე კომისიების
შემადგენლობის საკითხი.
მიმდინარე კვირიდან საარჩევნო უბნების ტექნიკური საშუალებებით
აღჭურვა უნდა დაიწყოს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე