|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული დასი“ არჩევნების შემდეგ აქციების გასამართად ნებართვას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება „ჯონდი ბაღათურიას-ქართული დასი“ ქუთაისის მერიას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაგეგმილი აქციების გასამართად ნებართვას სთხოვს.

გაერთიანების ახალგაზრდულმა ფრთამ დღეს, ქალაქის მერიასთან ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნული მოთხოვნა გააჟღერეს და ადგილობრივ თვითმმართველობას შესაბამისი  განცხადებით მიმართეს.

როგორც გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა ირაკლი ალფაიძემ განაცხადა, პარტიას აქვს ჩატარებული კვლევები, რომლის თანახმად,  მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია ამომრჩეველთა ხმების დიდი პროცენტით შედის პარლამენტში.

„თუმცა  აქციები სახელწოდებით „დაიცავი საკუთრი ხმა“ ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება. არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება გააყალბებს თუ არა არჩევნებს.  2 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენ დავიცავთ ამომრჩეველთა ხმებს.  აქციები  თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ქუთაისში ჩვენი შეკრება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  იგეგმება,“ - ამბობს ირაკლი ალფაიძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე