გიორგი ახვლედიანი: „ქართულ პოლიტიკაში ახალი წესის დამკვიდრებას ვცდილობთ“
„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ ცდილობს ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდროს ახალი წესი, როდესაც
საქმის კეთება ოპოზიციაში ყოფნის დროსაც შეიძლება,“ - განაცხადა ქდმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში გიორგი
ახვლედიანმა. ახვლედიანმა დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა
გამართა.
ქდმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატმა არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებს პარტიის საარჩევნო პროგრამის
პრიორიტეტები გააცნო, რაც ჯანდაცვის, განათლების,
სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბინზესის განვითარებას გულისხმობს.
ახვლედიანი პარტიის 4-წლიანი საპარლამენტო მოღვაწეობის
შედგებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „მას შემდეგ, რაც 2008 წელს ჩვენ პარლამენტში შევედით,
მოვახერხეთ გარკვეული შედეგების მიღწევა, რადგან ძირეული ცვლილებების მისაღწევად მნიშვნელოვანი
ბერკეტის ქონაა საჭირო. ჩვენს მიღწევად ითვლებსა ის, რომ პირველი ჯგუფის ინვალიდები
ასაკით პენსიონრებს გაუთანაბრდნენ და ახლა ასე იღებენ პენსიას. ჩვენი 2-წლიანი დაუღალავი
შრომის შედეგია ის, რომ სოციალურად დაუცველი
ოჯახების შვილებს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. ჩვენი და პროფკავშირების ძალისხმევის შედეგად ქუთაისში სამუშაოს დაკარგვას გადაურჩა 300 მძღოლი,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე