|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბიუჯეტო პროგრამით მიღებული „მეტი სარგებელი“

ქუთაისის მერიამ  მიმდინარე წელს „მედიკამენტების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე 55 ლარით მეტი გასცა, გასულ წელთან შედარებით.

2011 წელს სამ თვეში (ივნისი, ივლისი, აგვისტო)  „მედიკამენტების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში,  თითოეულმა ბენეფიციარმა  საშუალოდ  80 ლარი მიიღო,  მაშინ როდესაც, მიმდინარე წლის ამავე პერიოდში  თითოეულ ბენეფიციარზე 135 ლარის გაცემა მოხდა.

შესაბამისად, თუკი 2011 წლის სამ თვეში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) 484 ბენეფიციარზე ჯამში 38 700 ლარი გაიცა, მიმდინარე წლის ამავე სამ თვეში თითქმის ამდენივე თანხა მხოლოდ 255 ბენეფიციარზე დაიხარჯა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს „მედიკამენტების დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 104 500 ლარით არის გაზრდილი.  კერძოდ,  2011 წელს  60 500 ლარით განსაზღვრული პროგრამის ბიუჯეტი, 2012, საარჩევნო წელს  165 000 ლარი გახდა.

მერიის ჯანმართლეობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამასახურში განმარტავენ, რომ  პროგარმის ბიუჯეტის ზრდა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდით შედეგად მოხდა.

ავტორი: თეკლა მორგოშია