„თავისუფალი საქართველო“ მერიას მოქალაქეების დაცვას სთხოვს
„თავისუფალი
საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის
ბრძანებას აპროტესტებს.
საუბარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის
მიერ გამოცემულ ბრძანებაზე, რომელშიც განსაზღვრულია
ის ადგილები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის გაკვრა შეუძლიათ.
პარტიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი
წულაია ამბობს, რომ ამირან ხვადაგიანის ბრძანების მიხედვით, ელექტროგანათების ბოძებზე
სააგიტაციო მასალის გაკვრა აკრძალულია, რაც წინა არჩევნებზე დაშვებული იყო.
პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება
ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გაასააჩივრა.
„თავისუფალი საქართველო“ სასამართლოს მოქმედი ბრძანების
გაუქმებასა და ახალი ბრძანების გამოცემას სთხოვდა.
რადგან როგორც პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ელექტროგანათების ბოძებზე სააგიტაციო მასალების
გაკვრას წინა არჩევნების დროს არავისთვის შეუქმნია
საფრთხე.
„თუმცა,
როგორც სააპელაციო სასამართლოში აგვიხსნეს, ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე ელექტრო ბოძები
საფრთხის შემცველია და მასზე სააგიტაციო მასალის გაკვრა არ შეიძლება. ჩვენ მოვითხოვთ
გააუქმონ ეს ბრძანება და თუკი ელექტრობოძები საფრთხის შემცველია, მივმართავთ მერიას რომ უზრუნველყონ ამ ქალაქში მაცხოვრებელთა
უსაფრთხოება, საკუთარ მოქალაქეებს ან რეზინის ტანსაცმელი დაურიგოს ან კიდევ ელექტროგანათების ბოძები შეფუთოს,“ - ამბობს
გოგი წულაია.
ქუთაისის საკრებულოში "თავისუფალი საქართველოს" მოთხოვნებზე კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე