ქუთაისის #2 ციხესთან აქციას პატიმართა მშობლებიც შეურთდნენ [Video/Photo]
ქუთაისის #2 სასაჯელაღსრულების დაწესებულებასთან გლდანის მე–8 საპყრობილეში წამებული პატიმრების მხარდასაჭერად აქცია სახელწოდებით „არ აწამო“ დღეს, 14:00 საათზე კვლავ განახლდა.
მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ აქციას პოლიტიკური პარტიების გარდა, პატიმართა მშობლებიც შეურთდნენ.
ქუთაისის #2 სასაჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისული პატიმართა მშობლების ნაწილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, გლდანის ციხის მსგავსად, ქუთაისის ციხეშიც მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები ხდება და მათ შვილებსაც აწამებენ.
"პატიმრის მშობელი ვარ. არ ვიცი ეს ღამე როგორ გავათენე, ყველა ჩვენგანმა ვიცოდით, რა ხდებოდა შიგნით, მაგრამ კადრები რომ ვნახე, მაინც ძალიან განვიცადე. ვინც ხედავს ამას, ან კიდევ არ უნდა რომ შეხედოს, ის დამნაშავეა. მე, როგორც პატიმრის მამა, მოვითხოვ კანონის დამყარებას. თუ ვინმე კანონიერად იხდის სასჯელს, კანონის ფარგლებში მოახდევინონ,“ – ამბობს პატიმრის მამა ავთო ქობულაძე, რომლის შვილი სასჯელს ქუთაისის # 2 ციხეში იხდის.
ქუთაისში მიმდინარე აქციას, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეურთდნენ. ეუთოს წარმომადგენელთა განცხადებით ისინი საქართველოში არჩევნებს აკვირდებიან, თუმცა მიმდინარე აქციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
სამაგიეროდ, ძალიან
მკაც შეფასებას აძლევს მომხდარ მოვლენებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“
ქუთაისის ფილიალის იურისტი ზაალ გორგოძე. მისი თქმით, ვიდეო მასალა, რომელიც გუშინ
გავრცელდა, ეს არ არის მხოლოდ გუშინდელი ამბავი და ციხეებში წლების განმავლობაში ხდება მსგავსი ფაქტები.
„ეს არ არის უბრალოდ
წამება. ფაქტობრივად, სახელმწიფომ ამით ხაზი გადაუსვა იმას, რასაც საუბრონდა პატიმართა
უფლებებზე, ადამიანების ღირსებაზე. თითქოს მომხდარის გამოსწორება უნდათ, თუმცა ფაქტს
ვერაფერი შველის.
პატიმარი ციხეში იმისთვის ზის, რომ ის იქ გამოსწორდეს და კვლავ საზოგადოებას დაუბრუნდეს. თუმცა, პატიმრების ის ნაწილი, რომლებიც ციხეში წამებას გადაურჩებიან, გარეთ გამოსულნი ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობენ, ან კიდევ, ჯამრთელობა შერყეულნი, სამედიცინო დაწესებულებაში გადიან მკურნალობის კურსს,“ – ამბობს ზაალ გორგოძე.
ქუთაისის #2 ციხესთან
აქციამ ერთ საათს გასტანა, რომელიც ამ დროისთვის
დროებით დაიშალა. თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი პროტესტი მხოლოდ
ამით არ შემოფარგლება და დღეს, 21:30 საათიდან, ქალაქის მასშტაბით მსველობას მოაწყობენ.
აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით გუშინ, ღამის 12:00 საათზე დაიწყო.
მედიისა
და
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა
აქციის
გამართვა
მას
შემდეგ
გადაწყვიტეს,
რაც
ტელეკომპანია
მეცხრე
არხმა
გლდანის
#8 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
მყოფ
პატიმართა
წამების
ამსახველი
ვიდეო
მასალა
გაავრცელა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე, თეა ზიბზიბაძე