|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #2 ციხეში პატიმრის გარდაცვალების თაობაზე ავრცელებენ ინფორმაციას

ამ წუთებში ქუთაისის#2 ციხეში მყოფ ერთ–ერთი პატიმრის ძმამ, გიორგი საფარიძე newpress–ს მოაწოდა ინფორმაცია, ციხეში პატიმრის შესაძლო გარდაცვალების აობზე.

"დღეს დილით გავრცელდა აქ ინფორმაცია, რომ ქუთაისის ციხეში ერთი პატიმარი გარაიცვალა. ვინ არის არ ვიცით. სხვა ინფორმაციას ჩვენ არ გვენებიან. დილიდან შეკრებილები ვართ პატიმართა ახლობლები. 13:00 საათისთვის ციხეში მოვიდა პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი. გააფთებული სახე ქონდა, უცებ შევარდა ციხეში და ზუსტად 5 წუთში გამოვიდა. ხალხი მასთან გასაუბრებას იხოვდა, ყველას აინტერესეს შიგნით რა ხდება. მერაბიშვილმა ხალხისკენ არც მოიხედა და უცებ დატოვა ტერიტორია," – ამბობს გიორგი საფარიძე. მისი თქმით, მან უკვე მოხერხა ციხეში მყოფი ძმის მონახულება, რსაგიორგი საფარიძის თქმით, ხელებზე შრამები აღენიშნება.

"პირდაპირ ვერ მიხრა, მაგრმ მიმახვედრა, რომ აშინებენ პატიმრებს, საჭმელს და სასმელს ნორმალურად არ აძლევენ. ძალიან გამხდარია და ფერი არ აქვს," – ამბობ გიორგი საფარიძე.

სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის რწმუნებული მადონა ბასილაძე ამბობს, რომ ინფორმაცია პატიმრის გარდაცვალების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ის რომ ქუთაისის ციხეში დარღვევებია, ამაზე სახალხო დამცველი ადრეც საუბრობდა.

„ამ წუთებში დავტოვე ციხე და იქ სრული სიმშვიდეა. ის რაც საერთოდ ხდება ქუთაისის ციხეში, ამაზე სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში და განცხადებაშია აღნიშნული. თუმცა, ამ დღეებში და ამ წუთებში ციხეში არაფერი ხდება. ხვალ და ზეგ ჩვენ მონიტორინგისთვის ისევ შევალთ ციხეში,“ – ამბობს მადონა ბასილაძე.     

ადგილზე იმყოფება newpress-ის ჟურნალისტი, რომელიც დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.

ციხესთან ამ დროისთვის უამრავი ხალხია მისული, რომლებიც თავიანთი ახლობლების მონახულებას ცდილობენ. მათი ნაწილი, რომელაც უკვე შეძლეს ციხეში შესვლა, მბობს, რომ  პატიმრებს არაფერი უჭირთ, ნაწილის თქმით  კი პატიმრებზე ზეწოლა ხორციელდება.

 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე