დღეიდან ქუთაისის #2 ციხეში პატიმართა ახლობლებისთვის სამი დღით რიგგარეშე მიღება გამოცხადდა
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეიდან სამი დღის განმავლობაში პატიმრების ახლობლებისთვის რიგგარეშე მიღება გამოცხადდა. როგორც პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ პატიმრების ნახვა წინასწარი ჩაწერის გარეშე შეეძლებათ.
„ჩემი ძმის
სანახავად ვარ მოსული, ჯერ ვერ შევედი, მაგრამ ველოდები. ვიდეომასალამ რომელიც გავრცელდა,
ძალიან შეგვაშინა. აქ გარეგნულად მსგავსი
არაფერი ჩანს, მაგრამ შიგნით რა ხდება ვინ იცის.
ჩემი ძმა
გვეუბნება, კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთო, მაგრამ არ ვიცით, ამას იმიტომ
ამბობს, რომ ნამდვილად კარგად არის, თუ დაშინებულია და სიმართლის თქმას ვერ
ახერხებს. ირგვლივ კამერებია და ყველაფერი
ისმინება, ამიტომ ძნელია, სიმართლის გაგება. ვართ ამგვარ გაუგებრობაში და ეჭვი
გვეპარება ჩემი ძმის ნათქვამში,“ – ამბობს ნატო რევიშვილი.
ციხის
შესასვლელში ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომენი გაძლიერებულია და ადგილზე
იმყოფებიან დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.
ამ წუთებში
ციხეში მყოფ პატიმართა ნახვას 50 ადამიანი
ელოდება ციხესთან. თუმცა მათი რიცხვი კიდევ იზრდება. როგორც პატიმართა ახლობლები
აცხადებენ, ყველა ძალიან შეშინებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დღეს დილით
გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისის ციხეში პატიმრის გარდაცვალების თაობაზე. თუმცა,
გარეთ მყოფ პატიმართა ახლობლებს ამ ინფორმაციის დადასტურება უჭირთ.
ინფორმაციას
პატიმრის გარდაცავლების თაობაზე არც სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს.
როგორც, სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის რწმუნებული მადონა ბასილაძე newpress-თან საუბარში ამბობს,
ინფორმაცია
პატიმრის
გარდაცვალების
თაობაზე
სიმართეს
არ
შეესაბამება,
ხოლო
ის
რომ
ქუთაისის
ციხეში
დარღვევებია,
ამაზე
სახალხო
დამცველი
აქამდედაც
საუბრობდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე