ქუთაისში საზოგადოებრივი მოძრაობა – "შეაჩერე აქტი" ჩამოყალიბდა
ქუთაისში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა "შეაჩერე აქტი" ჩამოაყალიბეს.
ქალაქში ხვალიდან, 21 სექტემბრიდან, ათი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციებს სწორედ აღნიშნული საზოგადოებრივი მოძრაობა გამართავს, სახელწოდებით – "შეაჩერე აქტი".
საპროტესტო მდუმარე აქციები ქუთაისში, ყოველდღე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან გაიმართება. მონაწილეები სიმბოლურად შავ მაისურებს ჩაიცვამენ.
ხვალ, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე აქცია გაიმართება ქუთაისის პროკურატურასთან (იუსტიციის სახლი) ქუთაისი, ი. აბაშიძის #22–ში (პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია).
ავტორი: თეა ზიბზიბაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა