|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„შეაჩერე აქტი“ – ქუთაისში ათდღიანი აქციები დაიწყო

,,შეაჩერე აქტი“ ეს იმ საპროტესტო აქციის სახელწოდებაა, რომელიც დღეს ქუთაისში საზოგადოებრიმვა მოძრაობამ „შეაჩერე აქტი“ გამართა.

ქუთაისის პროკურატურასთან შეკრებილმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პატიმრების წამებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯა მოითხოვეს.





ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი მოძრაობა „შეაჩერე აქტი“ ქუთაისში აქციებს 10 დღის განმავლობაში გამართვას.

აპროტესტო მდუმარე აქციები ქუთაისშიყოველდღე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან გაიმართება. მონაწილეები სიმბოლურად შავ მაისურებს ჩაიცვამენ.

ხვალ, 22 სექტემბერს, აქცია იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან (ჯავახიშვილის ქუჩა) გაიმართება. 

ავტორი: ანა ჯანაშია