ქუთაისელი სტუდენტების აქცია თბილისელი სტუდენტების მხარდასაჭერად
ქუთაისელმა სტუდენტებმა 21 სექტემბერს, 22:30 საათზე თბილისელი სტუდენტების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს.
სოლიდარობის გამოხატვა ქუთაისელმა სტუდენტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც პოლიციამ თბილისში აქციაზე სტუდენტები სცემა. ასევე, 4 ახალგაზრდა დაკავებული იქნა.
ქუთაისელი სტუდენტები ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ და სოლიდარობის გამოსახატად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. აქცია სპონტანურად, სოციალურ ქსელ facebook-ში დაიგეგმა.
ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან სტუდენტებმა აქცია მსვლელობით დაასრულეს.
ავტორი: სოფო ბობოხიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა



17:20
15:54
13:34
21:45
















