|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შეაჩერე აქტი" – საზოგადოებრივი პროტესტის მეორე დღე

საზოგადოებრივმა მოძრაობამ "შეაჩერე აქტი" დღეს, 22 სექტემბერს, ქუთაისში აქცია სამხარეო პოლიციის შენობის წინ გამართა. აქციის მონაწილეები პატიმრების წამებაში დამნაშვანე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები საზოგადოებირვი მოძრაობის მიერ დაგეგმილი 10 დღიანი აქციების ფარგლებში შეიკრიბნენ, ლოზუნგით – "შეაჩერე აქტი".
"საზოგადოებრივი მოძრაობა "შეაჩერე აქტი" მონაწილეები აქციას ათი დღის განმავლობაში გავმართავთ ყველა სამართალდამცავი ორგანოს შენობის წინ. სიმბოლურად შავი მაისურები გვაცვია  და მდუმარე აქციით გამოვხატავთ პროტესტს წამების და ძალადობის წინააღმდეგ, მანამ სანამ არ დაისჯება ამ სისასტიკეში მონაწილე ყველა პირი"-  ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე.
საზოგადოებრივმა მოძრაობამ "შეაჩერე აქცია" გუშინ, 21 სექტემბერს, აქცია ქუთაისის პროკუტარტურასთან გამართა.
აქციები 30 სექტემებერს დასრულდება.

ავტორი: სოფო ბობოხიძე