|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ქრისტიან–დემოკრატების“ საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული შენობებს დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები „ქრისტიან–დემოკრატების“ სააგიტაციო მასალებისგან ასუფთავებენ. მათი თქმით, ამგვარი დავალება მერიის დასუფთავების სამსახურიდან აქვთ მიღებული და აკრძალულ ადგილებში გაკრული ყველა პლაკატი უნდა ჩამოიღონ.

"ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით დვალის თქმით, პლაკატების გაკვრისას ისინი იმ ბრძანებით ხელმძღვანელობდნენ, რომელიც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა. თავის მხრივ, საკრებულოს განკარგულებაში ის ადგილებია განსაზღვრული, სადაც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს  სააგიტაციო მასალების განთავსება შეუძლიათ.

„ჩვენ ვმოქმედებდით იმ სტანდარტებით, რომელიც ქუთაისის საკრებულომ დაადგინა და  თუ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება არის არასრულყოფილი და ხარვეზიანი, მაშინ სჯობია საკუთარ  გუნდში მოიკითხონ პრობლემები.  ჩვენ ყველა იმ ადგილას, სადაც კანონით გათვალისწინებულია და უფლება გვაქვს, ყოველთვის გავაკრავთ სააგიტაციო მასალებს,“ – ამბობს დავით დვალი.

„ქრისტინა–დემოკრატებს“ სააგიტაციო მასალების ჩამოხევის ფაქტთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიისთვის საჩივრით ჯერ არ მიუმართავთ. პარტიაში აცხადებენ, რომ  იმსჯელებენ და რეაგირებას  ამის შემდეგ მოახდენენ.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე