„ქართული ოცნების“ წევრების ცემაში საკრებულოსა და გამგეობის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ
წყალტუბოში, „ქართული ოცნების“
ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის
საკრებულოსა და
გამგეობის თანამშრომლებმა სცემეს
– ამის შესახებ
დღეს, წყალტუბოში, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის პაატა
ზაქარეიშვილის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შტაბის ხელმძღვანელის ნატო ქათამაძის თქმით, 5 ახალგაზრდა იმ დროს
სცემეს,
როდესაც ისინი ქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს
აკრავდნენ.
შემთხვევა 23 სექტემბერს, დაახლოებით 24:00 საათზე მოხდა.
როგორც ქათამაძე ამბობს, „ოცნების“ ახალგაზრდებთან 30–მდე ავტომანქანა მივიდა,
რომლებშიც წყალტუბოს
საკრებულოსა და გამგეობის
თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
„ნაცემი ახალგაზრდებიდან
2 გოგო და 3 ბიჭია. საბედნიეროდ, მათ სერიოზული
დაზიანებები არ აქვთ მიღებული, რადგან ზოგს სახეში მოხვდა
ხელი, ზოგსაც – მაისურები ჩამოახიეს. ამ ყველაფერში მონაწილეობდა წყალტუბოს საკრებულოს
თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი, რომელიც წყალტუბოში „ნაციონალების“ მაჟორიტარობის
კანდიდატის აკაკი ბობოხიძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს. მასთან ერთად იყვნენ,
ასევე, ქალაქ წყალტუბოს გამგებელი და კულტურის სამსახურის უფროსი. ყველანი მსხვილი ჩინოვნიკები იყვნენ. მათ უნდათ ამ ძალდობრივი გზით გაიმარჯვონ წყალტუბოში,
მაგრამ არაფერი გამოუვათ,“ – ამბბოს ნატო
ქათამაძე.
ქათამაძის თქმით, მათ შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალაც
აქვთ, რომელიც უკვე მიაწოდეს ეუთოს წარმომადგელობასა და სახალხო დამცველის ოფისს. ვიდეომასალა კოალიციის წყალტუბოს შტაბმა
ჟურნალისტებსაც მიაწოდეს.
როგორც ქათამაძე ამბობს მომხდარის შესახებ „ოცნების“
ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა წყალტუბოს პოლიციასაც შეატყობინეს, თუმცა პოლიციის
რეაგირება მხოლოდ ახალგაზრდების დაკითხვით შემოიფარგლა.
„პოლიციას ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ამიტომ, მე ვაპირებ სარჩელით მივმართო სასამართლოს და იმ
კონკრეტული პირების პაუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოვითხო, რომლებიც ვიდეომასალის
მიხედვით ჩვენს ახალგაზრდებს უსწორდებიან,“ – ამბობს ნატო ქათამაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე