"გადაეცი სიმართლე" [VIDEO]
"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ძალადობის ამსახველი
ფოტო გალერეა მოაწყო. "ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 40–მდე
სხვადასხვა ძალადობის ამსახველი ფოტოები პროექტის
"გადაეცი სიმართლე" ფარგლებში
გამოფინა.
"ამ გამოფენის მიზანი ის არის,
რომ ყველამ კარგად გაიგოს თუ რას დაპირებებს იძლეოდა პრეზიდენტი და როგორ
ხორციელდებოდა მისი შესრულება. გვინდა
ამით შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას,
თუ როგორი მწვალებელი ხელისუფლება გვყავს", – განმარატავენ კოალიციის
ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელები.
"ოცნების" მიერ ორგანიზებულ გამოფნაზე წარმოდგენილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის
ამსახველი, 2007 წლის ნოემბრის აქციების დარბევისა და ციხეებში პატიმრების წამების
კადრებიც.
ქუთაისის გარდა, ანალოგიური გამოფენა ქვეყნის
მასშტაბით სხვსხვა ქალაქებშიც მოეწყობა.
ავტორი: თეკლა მორგოშია