ქუთაისში საპროტესტო აქციები არ წყდება
საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,შეაჩერე აქტი“, მორიგი
აქცია ქუთაისის საქალაქო სამმართველოს წინ გამართეს. მედია წარმომადგენლებისა და არასამთავრობოების
ორგანიზაციების მოთხოვნა, კვლავ პატიმართა უფლებების დაცვა და ქუთაისის ციხეში შესვლის
უფლებაა. ,,ჩვენ
ისევ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებს პატიმრების უფლებების დასაცავად და ვიბრძვით იმისთვის,
რომ ქუთაისის ციხეშიც შევიდეთ და გავიგოთ რა პირობებში იმყოფრბიან მსჯავრდებულები“, – ამბობს საზოგადოებრივი
მონიტორინგისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრ ,,არგუსის“ ხელმძღვანელი მანანა
მანაგაძე.
საზოგადოებრივი
მოძრაობის
,,შეაჩერე აქტის“ წევრებმა ასევე ,,ცესკოს“ მიერ გუშინ მიღებული
დადგენილებაც გააპროტესტეს. მათი
გნმარტებით, ,,ცესკოს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აშკარად მეტყველებს
არჩევნების დღეს მედიის გაკონტროლების მდელობაზე.
საზოგადოებრივი
მოძრაობა
„შეაჩერე
აქტი“
ქუთაისში
პატიმართა
წამების
წინააღმდეგ
საპროტესტო
აქციებს
21 სექტემბრიდან,
ყოველდღე
მართავს,
სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყებასთან.
აქციები
30 სექტებრამდე
გაგრძელდება
და
ის
ქუთაისის
#2 ციხესთან
დასრულდება.
ავტორი: ანა ჯანაშია