ქუთაისის #2 ციხეში შესვლის მოთხოვნით აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმართავენ
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,შეაჩერე აქტის“ წევრებმა, დღეს ქუთაისში რიგით მეშვიდე საპროტესტო აქცია კონსტიტუციური უსაფრთხოების შენობის წინ გამართეს.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლება
დღევანდელ აქციაზე ხელი იმ მოთხოვნას მოაწერეს,
რომლის მიხედვითაც, ისინი ქუთაისის #2 ციხეში შესვლის უფლებას ითხოვენ.
,,დღევანდელ
აქციაზე შევიმუშავეთ მოთხოვნა, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გადავუგზავნით. ჩვენი მოთხოვნაა, მოგვეცეს ქუთაისის ციხეში შესვლის უფლება,“– ამბობს სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა
დიალოგის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, აუცილებელია თავიანთი
თვალით ნახონ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან პატიმრები. ,,2010-2011 წლებში, სახალხო დამცველის ანგარიშებში გლდანის მერვე საპყრობლის
პარალელურად, საუბარი, ასევე, ქუთაისის ციხეზეც
იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს, თუ რა შეიცვალა ქუთაისის ციხეში
სახალხო დამცველის გამინისტრების შემდეგ და როგორ პირობებში იმყოფებიან პატიმრები“,
– ამბობს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,შეაჩერე
აქტი“ პატიმართა სოლიდარობის გამომხატველ აქციებს ქუთაისში 21 სექტემბრიდან, ყოველდღე,
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან მართავს.
აქციები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: ანა ჯანაშია