ამ წუთებში სამტრედიის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში „ქართული
ოცნების“ სამტრედიის, ხონისა და ქუთაისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები კოალიციის
სამტრედიის შტაბის უფროსის ავთო თევზაძის დაკავებას აპროტესტებენ.
„სამტრედია გმობს
მოძალადე ხელისუფლებას“, „არა ძალადობას“
, „შიში დაძლეულია“, „თავისუფლება ავთოს“
– ამ მოთხოვნებით კოალიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ სამტრედიის პოლიციის განყოფილებასთან.
„ქართული ოცნების“
სამტრედიის შტაბის უფროსი, დღეს, 26 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ოფისში აიყვანეს. მის დაკავებაში
15–მდე პოლიციელი მონაწილეობდა.
როგორც კოალიციის
წევრები ამბობენ, შტაბის უფროსის დაკავებისას ადგილზე იმყოფებოდა სამტრედიის პოლიციის
უფროსი ზვიად ობოლაძე.
პოლიციამ „ქართული
ოცონების“ სამტრედიის შტაბი ახსნა–განმარტების გარეშე დატოვა. როგორც კოალიციაში ვარაუდობენ, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
გამო მოხდა.
„ეს არ არის ჩვენი
წევრების დაკავების პირველი შემთხვევა. სამტრედიაში უკვე მეოთხე ადამიანია ვინც დააკავეს
ბოლო პერიოდში და ყველა მათგანს, ტრადიციულად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ედება
ბრალად. ეს არის დაშინების მცდელობა,“ – აღნიშნა
„ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
კოალიციის სამტრედიის
შტაბის უფროსის დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე, საპროტესტო
აქციის ფონზე მიმდინარეობს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე