|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს "ქართული ოცნების" სამტრედიის შტაბის უფროსის დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

შსს "ქართული ოცნების" სამტრედიის შტაბის უფროსის ავთანდილ თევზაძის დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავთანდილ თევზაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
"თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს," – აღნიშნულია შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე