ვის გამო დააკავეს „ქართული ოცნების“ სამტრედიის შტაბის უფროსი?
ნანა ავალიშვილი, რომლისთვისაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო „ქართული ოცნების“ სამტრედიის შტაბის უფროსი
დააკავეს, ტელეკომპანია „Itv“-ის ჟურნალისტია.
ტელეკომპანიის
თბილისის ბიუროს ჟურნალისტი აცხადებს, რომ კოალიციის შტაბის უფროსმა ავთანდილ თევზაძემ
მას ნამდვილად მიაყენა სიტყვიერი
შეურაცხყოფა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა კახა კალაძის და მისი
გუნდის მხრიდან,“ – აცხადებს ჟურნალისტი ნანა ავალიშვილი.
newpress–ის შეკითხვას, თუ რის გამო მოხდა ინცინდენტი, ავალიშვილი
არ პასუხობს.
შსს–ს
ინფორმაციით, შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავთანდილ თევზაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
"თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს," – აღნიშნულია შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ სამტრედიის შტაბის უფროსის დაკავების გამო, კოალიციის წარმომადგენლები ამ დრომდე საპროტესტო აქციას მართავენ.
პოლიციის განყოფილებიდან აქციამ
სასამართლოსთან გადაინაცვლა. კოალიციის წევრები ძალოვანი უწყების გადაწყვეტილებას
ელოდებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვიდე დაკავებულ ავთო თევზაძეს არ გაათავისუფლებენ, ისინი არ დაიშლებიან.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე