|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამ წუთებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, სამუშაოების პარალელურად, კიევიდან მგზავრები მიიღო

ამ წუთებში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გახსნისათვის საგანგებოდ ამზადებენ. ადგილზე უკვე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

რამდენიმე წუთის წინ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დაფრინდა Wizz Air-ისკუთვნილი თვითმფრინავი, რომელმაც კიევიდან მგზავრები ჩამოიყვანა.

აღნიშნული თვითმფრინავი ფრენას ქუთაისიდან კიევის მიმართულები დღესვე შეასრულებს.

ქუთაისის აეროპორტში უკვე მივიდნენ მგზავრებიც, სამგზავრო ჩანთებით. რომელთაც აეროპორტის შენობამდე მისვლა გარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების თანხლებით მოუხდათ.

აეროპორტში მისული მგზავრებიდან ყველა უცხოელი ტურისტია.

პარალელურად, ამ წუთებში აეროპორტის შენობის წინ იგება ასფალტის საფარი. ასევე, მიმდინარეობს ტერიტორიის დარჩენილ ნაწილზე მწვანე საფარის დაგება. ხოლო გარკვეული ნაწილი კვლავ მოუწყობელი რჩება.

აეროპორტის გარე ტირიტორიის გარდა, შენობის შიგნითაც დაუმთავრებელია კეთილმოწყობის სამუშაოები.

ასევე, დაუსრულებელია კოშკურის მშენებლობა, რომელიც ამ დრომდე ხარაჩოებშია.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air პირველ ფრენას კიევის მიმართულებით 22 ევროდ შეასრულებს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე