მიხეილ სააკაშვილი: „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეს არის საქართველოს სიმბოლო“
„ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტი ეს არის საქართველოს სიმბოლო, რომელიც მუდმივად დგება ფერფლიდან, რადენჯერაც
არ უნდა სცადონ მისი წაქცევა,“ – განაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის
ოფიციალურ გახსნაზე.
პრეზიდენტის თქმით,
აეროპორტს ეწოდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელი, რადგან სწორედ დავით აღმაშენებელმა
შექმნა სახელმწიფოს იდეა იმ ფორმით, რომელსაც დღეს იყენებენ.
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტიდან დღეს, 27 სექტემბერს, პირველი
რეისი ავიაკომპანია Wizz Air-მა განახორციელა კიევის მიმართულებით.
მანამდე airbus a-320-ის ტიპის თვითმფრინავი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა,
რომელმაც კიევიდან 170 მგზავრები ჩამოიყვანა. რეისს ჩამოჰყვა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია.
„უახლოეს პერიოდში
ქუთაისის აეროპორტს მოჰყვება აეროპორტები ფოთსა და გურიაში. 2–3 წელიწადში, მგზავრთა
ნაკადის მატებასთან ერთად, ქუთაისის აეროპორტი კიდევ უფრო გაფართოვდება. რადგან თბილისიდან
კიევში ფრენა 600 დოლარამდე ღირს,“ – განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდეტის განცხადებით,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბილეთის ფასი, წინასწარი შეძენის შემთხვევაში 22 ევრო იქნება, ხოლო ფრენის დღეს ბილეთის ღირებულება არ
იქნება 100 ევროზე მეტი.
„ქუთაისის აეროპორტის განვითარება არა მხოლოდ ქუთაისს,
არამდე მეზობელ რაიონებსაც განავითარებს. ჩვენ თავიდან ვაშენებთ ქუთაისს და ეს არ არის
ვინმეს ახირება. არამედ, ქუთაისს ჭირდება განვითარება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ქუთაისის
აეროპორტის მშენებლობის საკითხსაც შეეხო, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია. აეროპორტის
გახნის პარალელურად მისი კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა.
მიხეილ სააკაშვილის
თქმით, ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ აეროპორტი ბოლომდე არ არის დასრულებული. „ყველა
დეტალი არ არის დამთავრებული და ვერც იქნება დამთავრებული,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე