პროკურატურამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისის #16 ციხეში პატიმართა წამებაში მხილებული პირების დაკავების თაობაზე არასწორია. რადგან, რეალურად ქუთაისში #16 ციხე არ არსებობს.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტი რეზო თოფურია.
თოფურიას თქმით, #16 საპყრობილე რუსთავში მდებარეობს
და არა ქუთაისში.
„#16 საპყრობილე, რომელიც ნახევარად ღია და დახურული
ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას წარმოადგენს, ქუთაისში არ მდებარეობს,“
– ამბობს რეზო თოფურია.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შეცდომაა დაკავებულ პირებთან დაკავშირებითაც.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული არიან ქუთაისის მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.
თუმცა, ზურაბ რუხაია და დავით ნარსია ქუთაისის #2 ციხეში მუშაობდნენ.
ავტორი: ნიუპრესი