მორიგი საპროტესტო აქცია სამართლიანობის მოთხოვნით
საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,შეაჩერე აქტი“ პატიმართა
მხარდამჭერი აქცია ქუთაისში დღეს მთავრობის სახლთან გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და
ჟურნალისტების განმარტებით, დროა ხელისუფლებამ
კომპრომატების ძებნის ნაცვლად, დანაშაულზე მოახდინოს დროული და სამართლიანი
რეაგირება.
,,დღეს
შემთხვევით არ შევკრებილვართ მთავრობის სახლთან. რადგან ნებისმიერი დანაშაულის დაკვეთა
სწორედ ხელისუფლებიდან მოდის. ასევე, ხელისუფლების ნება უნდა იყოს ამ დანაშაულის აღკვეთა.
სასაცილოა ხელისუფლებიდან იმაზე საუბარი, რომ ვიღაც დასაჯეს და ციხეში ჩასვეს. კიდევ
უფრო გულისამრებია, როდესაც მათგან ყოველდღე უნდა ველოდოთ კომპრომატების დადებას. ეს
ყველაფერი კი ხალხის ნერვების ხარჯზე ხდება. მე პირადად, არ მინდა ისეთი ხელისუფლება
და ოპოზიცია, რომელიც საკუთარი ხალხის უკანალშია ჩასაფრებული“, – ამბობს ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი.
ავტორი: ანა ჯანაშია