|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე ფარული ჩანაწერების გამო სასამართლოს მიმართავს

კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ფალსიფიკაცია და ფაბრიკაციაა  youtube-ზე გავრცელებული აუდიომასალები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა ბესო სურმავამ გამოაქვეყნა.

ერთ–ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით გუბაზ სანიკიძე „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და მის შვილს – ბერა ივანიშვილს ლანძღავს.

„ეს ყველაფერი არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია, ქურდულ სამყაროსთან კავშირის დაბრალება არ იკმარეს და ახლა შეეხნენ ყველაზე წმინდას – ჩემს ოჯახს. ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან ბინძური მეთოდებთ ბრძოლა. ამ ჩანაწერში ისმის ჩემი მეუღლის ხმა, ეს არის ყველაზე დიდი სიბინძურე. ვანო მერაბიშვილს მოვუწოდებ, მიხედოს თავის ცოლს, ამით ყველაფერია ნათქვამი. სააკაშვილმა მის ბინძურ ცხოვრებას მიხედოს,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, აუცილებლად შეიტანს სარჩელს სასამართლოში მის წინააღმდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამო. სანიკიძის თქმით, არ არის გამორიცხული, „ქართული ოცნების“  წარმომადგენლებმა სასამართლოში ერთობლივი სარჩეული შეიტანონ. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე