|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამბოხება ქუთაისის თეატრში

ამ წუთებში ხმაურია ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის  თეატრის შენობის წინ. თეატრში ახალი სეზონი, რომელიც „ბამბაზიის სამოთხით“ უნდა გახსნილიყო, სავარაუდოდ ჩაიშლება.

ამ წუთებში თეატრში შუქიც ჩაქრა.

როგორც თეატრის მსახიობები ამბობენ, ხელისუფლებამ განზრახ ჩაშალა სპექტაკლი, რადგან მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლზე დასის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და მიმართვები უნდა გაკეთებულიყო.

როგორც რეჟისორი პაატა მილორავა აღნიშნავს, თეატრის დირექტორი გიორგი სიხარულიძე, რომელიც ამავე დროს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატია, ქუთაისის მერიის თანამშრომლებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში კაბინეტში ჰყავდათ ჩაკეტილი და ესაუბრებოდნენ.

მილორავას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გიორგი სიხარულიძეს დაავალეს სპექტაკლი არ ჩაშლილიყო, თუმცა, არც პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გაკეთებულიყო. რაზეც დასმა უარი განაცხადა.

ამ წუთებში მსახიობები სპექტაკლის დაწყებას ფორმაში გამოწყობილები ელოდებიან. როგორ შენობის გარეთ მყოფი მსახიობები აღნიშნავენ, ვიდრე თეატრში შუქი არ ჩაირთვება და სპექტაკლი არ დაიწყება, ისინი არ დაიშლებიან.

თეატრის შენობის გარეთ, ასევე, იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

თეატრის კარი ამ დრომდე ჩაკეტილია. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე