|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეატრის დირექტორი ოფიციალურ კომენტარს დღეს გააკეთებს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მომხდართან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას თეატრის დირექტორი გიორგი სიხარულიძე დღეს უპასუხებს.

მსახიობების თქმით, გიორგი სიხარულიძე თეატრში გუშინ გვიან ღამით მივიდა. თუმცა იმის გამო, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ოფიციალურ კომენტარს ის დღეს გააკეთებს.
newpress-ის უახლოეს ცნობებს უმოკლეს დროში შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ მესხიშვილის თეატრში არეულობა გუშინ 19:00 საათიდან დაიწყო, როდესაც თეატრში ახალი სეზონი  „ბამბაზიის სამოთხით“ უნდა გახსნილიყო.
როგორც თეატრის მსახიობები ამბობენ, ხელისუფლებამ განზრახ ჩაშალა სპექტაკლი, რადგან მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლზე დასის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და მიმართვები უნდა გაკეთებულიყო.
აღნიშნული ფაქტს მსახიობების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ავტორი: ნიუპრესი