"შეაჩერე აქტის" წევრებმა მინისტრის სახელზე წერილის გააგზავნეს
ქუთაისის #2 ციხესთან საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,შეაჩერე
აქტი“, შემაჯამებელი საპროტესტო აქცია გამართა.
პატიმრების სოლიდარობის გამომხატველი აქციის წევრებმა
დღეს ასევე, ხელი მოაწერეს სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი ტუღუშის სახელზე დაწერილ
მოთხოვნას.
ჟურნალისტები და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
გეგუთისა და ქუთაისის #2 ციხეებში შესვლას ითხოვენ.
,,აუცილებლად უნდა ვნახოთ რა ხდება ქუთაისისა და
გეგუთის ციხეებში და როგორ პირობებში არიან პატიმრები. ჩვენი ეს სურვილი გააორმაგა
ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციამაც, რომ ქუთაისის ციხის ადმინისტრაციიდან ორი თანამშრომელი
მოხსნეს. ეს კი კიდევ უფრო ქმნის იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ქუთაისის ციხეშიც აქვს
დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი“,– ამბობს სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა
დიალოგის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე.
აქციის წევრებმა წერილობითი მოთხოვნა მინისტრის სახელზე დღესვე გააგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,შეაჩერე
აქტი“ ციხეებში სამართიანობის დამკვიდრების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს 21 სექტემბრიდან
მართავს.
ავტორი: ანა ჯანაშია