ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმავალი ხალხის ნაკადი არ წყდება
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციაზე მიმავალი ხალხის ნაკადი არ წყდება.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ქალაქის ყველა შემოსასვლელიდან ავტოკოლონებით მოემართებიან.
ხალხის სიმრავლის გამო, ქალაქში შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილება. ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობას "ქართული ონების" საორგანზაიციო ჯგუფის წევრები არეგულირებენ.
ქუთაისში „ქართული ოცნების“ შემაჯამებლი აქცია დღეს 16:00 საათზე დაიწყება.
სცენაზე რამდენიმე წუთით „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე გამოჩნდა: „ნახეთ ხალხო რამდენი ვართ და კიდევ გვემატებიან ჩვები ძმები და დები,“ – ასე მიმართა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს გუბაზ სანიკიძემ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე