გუბაზ სანიკიძე: „ახალი საქართველოს დაწყებამდე ორი დღე დარჩა“
„მთელი ქუთაისი აქ არის. ქუთაისი იყო, არის და დარჩება
ერთიანი საქართელოს მედროშე ქალაქად. ვერავინ
ვერ გაყოფს საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. ახალი საქართველოს დაწყებამდე ორი დღე დარჩა,“
– ასე მიმართა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა
გუბაზ სანიკიძემ.
სანიკიძის თქმით, 2 დღის წინ ქუთაისმა სამოქალაქო გმირობა
გამოიჩინა, როდესაც „მესხიშვილის თეატრმა თავისი კი უთხრა მომავალს. მე დღეს მაქვს
პატივი ვიყო იმ ადამიანების გვერდით, ვინც გუშინწინ ფსიქოლოგიურ და მორლაურ ზეწოლას
გაუძლო. დღეს აქ არიან ეს ადამაინები, ხელოვანები,“– განცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ქუთაისის ცენტრალურ
მოედანზე შეკრებილ „ოცნების“ აქტივისტებს სანიკიძის გარდა, მესხიშვილის თეატრის მსახიობმა
მარიკა სამანიშვილმაც მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ არასოდეს უღალატია თავისი ქალაქისა
და თეატრისთვის.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე