|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნების" აქციაზე "ნაციონალებმა" ბანერი გამოკიდეს [Video]

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "ქართული ოცნების" აქციის მიმდინარეობის დროს, მესხიშვილის თეატრის თავზე მოულოდნელად "ნაციონალების" ბანერი გამოჩნდა, სახელწოდებით: "ჩვენი არჩევანია პარლამენტი – თქვენი არჩევანია კანონიერი ქურდები".

"ქართული ოცნების" აქციისთვის სცენა სწორედ თეატრის წინ არის დამონტაჟებული.
მოგვიანებით აღნიშნული ბანერი ქვემოთ ჩამოაგდეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე