|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საარჩევნო ოქლში ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტინებია მიტანილი

ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნეზე მიტანილი ბიულეტინების რაოდენობა რეგისტირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია.

მსგავსი ფაქტი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ფიქსირდება. მაგალითად, მათ შორის არის #10, #18, #22, #38, #50, #123-ე საარჩევნო უბნები. ამ უკანასკნელ საარჩევნო უბანზე რეგისტირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით 180 ბიულეტინით ნაკლებია მიტანილი.

იურისტი თამარ კორძაია განმარტავს, რომ  საარჩევნო კოდექსის მიხედვით, უბნაზე ბიულეტინების რაოდენობა არ უნდა იყოს რეგისტირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები.

„უნდა იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის ტოლი. ბიულეტინები უბნებზე 5ო-ის ჯერადით მიდის, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტობა და არა ნაკლებობა,“-  ამბობს თამარ კორძაია.

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტვას, რომ ნაკლები ბიულეტინები უბნებზე ამომრჩეველთა სტატუსებმა განაპირობა, რაც დარღვევა არ არის და ის არავითარ პრობლემას არ გამოიწვევს.

„პირიქით, მეტი რომ იყოს ეს ეჭვს გამოიწვევს. გამორიცხულია რომ უბნებზე რეგისტირებული ყველა ამომრჩვეელი მივიდეს.  თუ ვინმე თვლის, რომ ნაკლები ბიულეტინები პრობლემაა, შეუძლია ცესკოს მიმართოს საჩივრით,“ - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე