|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #95–ე საარჩევნო უბანზე საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა პიროვნებამ ხმა მაინც მისცა

ქუთაისის #95–ე საარჩევნო უბანზე პიროვნებამ, რომელიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება, ხმის მიცემა შეძლო.

#95–ე ბანზე მყოფი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირველის მაია სვანიძის თქმით, ხმის მისაცემად უბანზე მისული პიროვნება ბესიკ კიბორძანიძე ამტკიცება, რომ ის საზღვარგარეთიდან ქვეყანაში ერთი წლის წინ დაბრუნდა.

95–ე საარჩევნო უბნის კომიიის თავმჯდომარის მარინე ზურაბიანის თქმით, ის მოქალაქეს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდა. თუმცა, საბოლოოდ აღნიშნულმა პიროვნებამ ხმის მიცემა საოლქო კომისიის ტრენერთან, გიორგი ლაკვეხელიანთან კონსულტაციის შემდეგ შეძლო.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტები განმარტავენ, აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა. ორგანიზაცია ამ წუთებში საჩივარს ამზადებს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარსადგენად. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე