|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დარღვევა ქუთაისის #18–ე საარჩევნო უბანზე

საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას დარღვევა დაფიქსიდა ქუთაისის #18 საარჩევნო უბანზე. სადაც დევნილმა პიროვნებამ ხმის მიცემა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე შეძლო.

როგორც #18–ე საარჩევნო უბანზე განმარტავენ, დევნილმა ხმის მიცემა საოლქო საარჩევნო კომისიის ტრენენრთა კონსულტაციის შედეგად მიეცა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, აღნიშნული ქმდება კანონდარღვევაა, რადგან: „დევნილებმა ხმის მიცემა რომ შეძლონ, ამისათვის მათ პირადობის მოწმობასთან ერთად, დევნილის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარმოადგინონ,“ – ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

#18–ე საარჩევნო უბანზე მყოფი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები აცხადებენ, რომ თუკი მსგვასი ფაქტი განმეორდება, ისინი საჩივარს მოამზადებენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე