|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 126–ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მონაცემი საარჩევნო სიიდან გაქრა

ქუთაისში, 126–ე საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ლამარა რუსაძემ ხმის მიცემა ვერ შეძლო. ის აცხადებს, რომ ორი კვირის წინ ამომრჩეველთა სიაში იყო, ახლა კი განუცხადეს, რომ მისი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში არ ფიქსირდება.

„ორი კვირს წინ, როდესაც სიები იყო გამოქვეყნებული უბანზე, ჩემი ოჯახის წევრებს გადავამოწმებინე და მაშინ ვიყავი სიაში. მივედი დღეს ხმის მისაცემად და  მეუბნებიან, არ ხარ სიაშიო. ახლა მოვედი საარჩევნო ოლქში და აქაც მეუბნებიან, რომ არ ვარ სიაში,“  – ამბობს #126–ე საარჩევნო უბნის ამომრჩეველი ლამარა რუსაძე.

ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ საოლქო კომისიას სიებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ აქვს და მოქალაქეს შეუძლია საჩივრით პირდაპის ცესკოს მიმართოს.

„არ მინდოდა ჩემი ხმა დამეკარგა. ახლა რა უნდა ვქნა თავს ხომ ვერ მოვიკლავ. მაგრამ, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ამათ უნდათ ჩემი ხმა თვითონ გამოიყენონ,“ – ამბობს ლამარა რუსაძე.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე