გიორგი თევდორაძე: „ხვალიდან ყველანი ვიცხოვრებთ საპარლამენტო ქალაქში“
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
გიორგი თევდორაძე ხმის მისაცემად #60 საარჩევნო უბანში მეუღლესთან და შვილთან ერთად
მივიდა. როგორც გიორგი თევდორაძემ განაცხადა მან ხმა მისცა ცვლილებებს, მომავლის საქართველოს
და საპარლამენტო ქუთაისს: „ცვლილებებს მივეცი ხმა ჩემი ქალაქისთვის, რომლის საბოლოო
შედეგი ის იქნება, რომ მეტ სარგებელს მივცემთ
ხალხს და ჩვენ ხვალიდან ყველანი ვიცხოვრებთ საპარლამენტო ქალაქში, საქართველოს მეორე
დედაქალაქში“- განაცხადა გია თევდორაძემ.
გია თევდორაძეს მიაჩნია, ასევე, რომ ქუთაისში არჩევნების
დღე ყოველგვარი ექსცესებისა და გართულებების გარეშე ჩაივლის – წერს გაზეთი „P.S“–ი
ავტორი: ნიუპრესი