ქუთაისის #87–ე საარჩევნო უბნის შედეგები შესაძლოა გაუქმდეს
ქუთაისის
#87–ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი 25 წუთით შეჩერებული იყო. ამის მიზეზი ის ფაქტი
გახდა, რომ საარჩევნო ყუთში 6 ბიულეტენი თავმჯდომარის ხელმოწერის გარეშე აღმოჩნდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, რომლებმაც საუბნო
კომისიის წევრებს ურჩიეს, საჩივარი დაეწერთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომისიის
თავმჯდომარის წინააღმდეგ, რაზეც საოლქო კომისია მოგვიანებით იმსჯელებს და გადაწყვეტს,
გაუქმდეს თუ არა ამ უბნის შედეგები.
საუბნო კომისიის
მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური ამ წუთებშიც გრძელდება. სიტუაციის განსამუხტად მობილიზებულია
საპატრულო პოლიცია. ადგილობრივი მოსახლეობა ავანგარდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომაეს,
ფირუზ ბენიძეს დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, ბენიძე აგიტაციას ეწევა „ნაციონალური
მოძრაობის“ სასარგებლოდ. „ამ ბაღის შენობას, რომელშიც საარჩევნო უბანია განთავსებული,
ოთხი კარი აქვს. დილიდან ოთხივე კარი ღია იყო, შემოდიოდნენ და გადიოდნენ პირები, შეჰქონდათ
ბიულეტენები. გარდა ამისა, „ნაციონალების“ აქტივისტები, რომლებიც ამავე ბაღის თანამშრომლები
არიან, ხვდებიან მოქალაქეებს და 5– იანის შემოხაზვისკენ მოუწოდებენ. ასე აყალბენენ“
– ამბობს ლუიზა მიქაუტაძე, ადგილობრივი მოსახლე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე