15:00 საათის მდგომარეობით ქუთაისში ამომრჩეველთა 32%–მა მისცა ხმა
15:00 საათის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის #59–ე საარჩევნო ოლქში ხმა ამომრჩეველთა 32%–მა მისცა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, დღევანდელ არჩევნებზე ბევრად მაღალი აქტივობა იქნება გასული წლების არჩევნებთან შედარებით.
ავთანდილ ოსეფაიშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული დღეს, 17:00 საათისთვის ქუთაისში არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 2008 წლის მთლიან მონაცემებს გადააჭარბობს.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 42.73% შეადგინა. მაშინ ქუთაისში 158 397 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ამ დროისთვის ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 163 129 შედაგენს.
ავტორი: ია ბობოხიძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა