სამთავრობო აგიტაცია სამტრედიის 21–ე საარჩევნო უბანზე
სამტრედიაში, სოფელ მელაურში, #21–ე საარჩევნო უბანზე მთავრობის წარმომადგენლები
აგიტაციას ეწოდნენ.
უბანზე მოსახლეობას ხვდებოდნენ ლადო ვარძელაშვილი, სამტრედიის
ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სტურუა, სოფლის რწმუნებულის მოვალების შემსრულებელი ათანდილ ხუჭუა.
„აქედან ხმების 60 % აღებული გავს და მიდით, მიაწექით
ბოლომდე,“ – ამბობდა სტურუა.
„გამარჯვებას 5 საათში დავინახავთ,“ – აცხადებდა ლადო
ვარძელაშვილი.
მათ უბნის დატოვებისკენ „ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა მიუთითა. რამაც მხარეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
„ქართული ოცნების“ დამკვირვებელი სოფიკო კიკაჩეიშვილი,
ასევე, ირწმუნება, რომ „ნაციონალებმა“ უბანზე ყოფნისას ბიულეტენები გააყალბეს. მისი
თქმით, ბიულეტენები დანიშნულია.
თუმცა, საარჩევნო უბანში აცხადებენ, რომ ბიულეტენებზე
არსებული მენლის ლაქები ბეჭვდის ხარვეზია და მას გაყალბებასთან საერთო არ აქვს.
„ეს ოცნების
ხალხი სულ გადაირია. იმისთვის რომ არჩევნები მოიგონ, ყველაფერზე მიდიან,“ – ეს განცხადება
ავთანდილ სტურუამ უბანზე მეორედ მისვლის შედეგ გააკეთა.
იგივე განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა, რომელმაც მის მიერ
აგიტაციის გაწევა და ბიულეტენების გაყაბების ფაქტი უარყო.
ავტორი: ლიკა ზამთარაძე