|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ქართული ოცნების" საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დააკავეს

ამ წუთებში ქუთაისში, პოლიციის სამმართველოს მე–4 განყოფილებაში „ქართული ცონების“ 105–ე საარჩევნო უბნის საორგანიზაციო ჯგუფის წევრების დაკითხვა მიმდინაროებს.

გია დალაქიშვილი და მამუკა ახალაია სამართალდაცვავებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.

როგორც კოალიციის ნიეკას უბნის კოორდინატორი მარინა კოკაია ამბობს, დაკავებულებს ის ნიკეას უბნის ტერიტორიაზე უნდა შეხვედროდა პირად საქმეზე,  რა დროსაც სამართალდამცავებმა ორივე მათგან ახსნა–განამარტების გარეშე მანქანიდან გადმოიყვანა და დააკავა.

დაკავების მიზეზი ამ დროდმე უცნობია. პოლიციის განყოფილებაში იმყოფება დაკავებულების  ადვოკატი.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე